Stay Signed In
Do you want to access your site more quickly on this computer? Check this box, and your username and password will be remembered for two weeks. Click logout to turn this off.
Stay Safe
Do not check this box if you are using a public computer. You don't want anyone seeing your personal info or messing with your site.
მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ,
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი.
ძვირფასო! მოსვლა რად გაგიძნელდა?!
ძვირფასო! რისთვის დაიგვიანე?!
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
ახლა ქარები არხევენ ტირიფს.
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დაიწყებ ტირილს.
ისე გაივლის წამება, ოხვრა,
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით.
მოხვალ დაღლილი, მეტყვი, როგორ ხარ?
მოხვალ და ვიცი მომეფერები!
თუმცა იქნება ღამე წვალების,
ღამე სასტიკი და ულმობელი.
და ეს თვალები, ლურჯი თვალები,
ჩემი თვალები ისევ მოგელის...
თქვენზე ოცნება მომძალებია,
მე შევიყვარე თქვენზე ფიქრები.
რომ მახარებენ, ეს ფიქრებია
და ამ ფიქრების მონა ვიქნები.
სუნთქვაა ჩემი ეგ თქვენი თმები,
მიმოფერილი ოქროსფერებით.
მინდა გეფეროთ, მოგეალერსოთ
ძლიერი, მაგრამ ნაზი ფერებით.
ჩემი სითბოა თქვენი ღიმილი,
სევდას რომ ხატავს ლამაზა ბაგეზე.
ბავშვური წყენა გადაგფენიათ
უზომოდ ნათელ, რძისფერ სახეზე.
თქვენი ცრემლები წვიმაა ჩემი.
ჩემი ზეცაა თვალები თქვენი.
ეგ თქვენი მზერა სილამაზეა
აუწერელი უთქმელი ენით.
თქვენდამი გრძნობა მიწაა ჩემი.
არა. არ ძალმიძს მე უმისობა.
თქვენს სიყვარულში დავიმარხები,
მივებარები მარადისობას.
გთხოვთ მაპატიოთ, გთხოვთ მომიტევოთ,
შემინდოთ რომ მწვავს ვნების ალები.
უკანასკნელად მოგეფერებით,
მერე ღრუბლებში დაგემალებით
ზოგჯერ მინდება,გავამხილო მეც ჩუმი დარდი,
ხანდახან მინდა,მხოლოდ ის ვთქვა,რაც მიხარია...
ცად აგამაღლებ,თითქოს ახლა,დღეს შემიყვარდი,
მაგრამ მიყვარხარ,მენატრები დიდი ხანია...
სასმისს გამოვცლი შენი წასვლის აღსანიშნავად,
ვიტყვი,რომ მძულს ის,რაც კი შენთვის ამიტანია...
მაგრამ სიტყვებით თუ ვიცრუებ,რა შეიცვლება?
ვერ შეგიძულებ,ამას მივხვდი დიდი ხანია...
ვიცი,ერთხელაც დაბრუნდები,სიყვარულს მომთხოვ...
ოდესღაც შენი,იმ დროს უკვე სხვისი ვიქნები,
მაგრამ აღდგება თითქოს მიწამიყრილი გრძნობა
და ისევ შენით გაიღვიძებს ჩემი ფიქრები...
ისევ შევიცნობ გაზაფხულის მშვენიერებას,
ისევ იმგვარად აძგერდება გული თავიდან...
და საუკუნოდ მეყვარები ისე ძლიერად,
როგორც მიყვარდი ჩვენი ტრფობის დასაბამიდან
თუ მომავალი უშენობის წუთებს მპირდება,
მაშინ გაიგე ეს ცხოვრება მე არ მჭირდება.
და თუ შენ სამუდამოდ ჩემთან იქნები,
ჩემი გული აღარსადროს არ ატირდება!
შენზე ოცნებებში ფიქრი დამიღლია, ისე შემიყვარდი ვერც კი გამიგია, როგორ მენატრები სხვებმა არ იციან ის, რომ უშენობით გული დაილია, შენზე ოცნებაში უკვე მერამდენედ თეთრად უსასრულო ღამე გაილია, გიცქერ თვალებში და ძლიერ მენატრები, შენი სიყვარული სულში ამინთია...
როგორ დაგივიწყო, როგორ არ მახსოვდე, როცა სიყვარული შენით შემიგნია?!
ისევ შენზე ვფიქრობ, ვდრადობ, რა ვქნა, უშენობა, რომ არ შემიძლია?!
დილით ნისლივით უხმოდ გამეპარე, შორით დამიძახე, ნუ დამელოდები.
ვიცი, წახვედი და აღარ დაბრუნდები, მაინც გზას გავქცერი, მაინც გელოდები.
გული ვერ გელევა, გული ვერ გშორდება.
ცხადში გხედავ და ძილში მელანდები.
ვიცი, არ გახდები ჩემი არასოდეს, მაინც მიყვარხარ და მაინც მენატრები
შეჩერდი, ხელი მომეცი და დაიფიცე!
დაიფიცე, რომ თუ გადმოვხტები-დამიჭერ,
თუ გავბრაზდები-მომეფერები,
თუ ვიტირებ, თვალებში მაკოცებ,
დაიფიცე, რომ გაიღიმებ და დამელაპარაკები, როცა შენი გაგონება მომინდება.
დაიფიცე, რომ ძილის წინ მაკოცებ.
დაიფიცე, რომ დილით არასდროს გამაღვიძებ.
დაიფიცე, რომ მიყიდი ფერად ფანქრებს, ყოველდღე რომ ვხატო ჩვენი სიყვარული.
დაიფიცე, რომ სიცხე თუ მექნება, გამიხსნი ჩემს საყვარელ კომპოტს, დამიჯდები სასთუმალთან და გეჭირება ჩემი ხელი, სანამ არ ჩამეძინება.
დაიფიცე, რომ ჭურჭლის დარეცხვაში მომეხმარები.
დაიფიცე, რომ ხანდახან მაინც შენი ხელით მაჭმევ.
დაიფიცე, რომ მანახებ ოკეანეს და ერთად ვუყურებთ მზის ჩასვლას.
დაიფიცე, რომ ერთხელ მაინც ვიცეკვებთ წვიმაში და ავაჭყაპუნებთ ფეხებს გუბეებში.
დაიფიცე, რომ შენს ძაღლზე და მანქანაზე მეტ დროს დამითმობ ყოველთვის,
და ხანდახან, ღამე რომ გაგეღვიძება, დაითვლი, წუთში რამდენჯერ ფეთქავს ჩემი გული.
დაიფიცე, რა!
ნურასოდეს დაეჭვდები ჩემს სიყვარულში შენდამი ძვირფასო, იმიტომ რომ, რაც გადის დრო, ეს სიყვარული დღითიდღე უფრო იზრდება და ძლიერდება.
ახლა მე ვგრძნობ თავს ნამდვილად ბედნიერად,
რადგან ბოლოს და ბოლოს გიპოვე...
მე შენს ძებნაში დავხარჯე მთელი ჩემი ცხოვრება და ვიცი,
რომ იგივეს განიცდიდი შენც ჩემს მიმართ...
მე შენ უსაზღვროდ მიყვარხარ...
ჩემი სურვილი რომ ყოფილიყო,
ფეხს არ დავდგავდი ცოდვილ მიწაზე.
არ გავჩნდებოდი, არ ვიცხოვრებდი,
არ ვისუნთქებდი, დღეს ამ მიწაზე.
მაგრამ განგებამ, ასე ინება
და მე აქა ვარ, დღეს ამ მიწაზე,
უსიყვარულოდ და უიმედოდ,
დავეხეტები ცალი მიწაზე.
ღმერთო ძლიერო, შენ შეისმინე,
ჩემი ვედრება, დრეს ამ მიწაზე.
ნუ მიმატოვებ,უსიყვარულოდ
და უიმედოდ, ცალს ამ მიწაზე
მარტო დამტოვა მე დღეს ცხოვრებამ,
მატოს დამადგა მძიმე უღელი,
მარტოს მაწვალებს გადასარჩენად,
მარტო ვდგევარ და ვინმეს მოველი.
რატომ გამწირა ასე ცხოვრებამ?!
რატომ დამტოვა მარტო, ეული?!
რატომ არ მომცა მე სიყვარული,
რომ გამიმთელოს გული სნეული?!
გაივლის წლები, დრო შეიცვლება,
მარტო დავრჩები, ისევ წყეული.
ასე ყოფილა ეს ბედისწერა,
უნდა დამტოვოს მუდამ ეული...
შენი სურათი მე მაქვს სახსოვრად
და იგი მიყვარს რადგან შენია
ან რა ძალაა რო არ მიყვარდეს
შენგან მის მეტი რა დამრჩენია
მომენატრება შენთან შეხვედრა
მაგრამ ვაი,რომ იქ არ იქნები
მთვარის ნათელზე დახედავ სურათს
შუა ღამისას ავქითინდები ...
დავიღალე ვზივარ მარტო
თვალზე ცრემლი აღარ შრება
მზის სინათლე მეზიზღება
შენი სახე მესიზმრება
ნავრა,ოცნებაში
ჩემ ფიქრებში ისევ რჩება
გავიღვიძებ ყველაფერი,ღამის ბინდში იკარგება
დრო არ მინდობს
მიდის ნელა
სევდა ტანჯვა მემატება
შენი თვალები მელანდება
შენი კოცნა მენატრება
სიყვარულო სად ხარ ნეტა?
როგორც ყოველთვის
ისევ მომენატრე
ისევ მომადგა თვალებზე ცრემლი
ისევ შენ გნატრობ
ისევ შენ გელი
ისევ ვლოცულობ რომ იყო ჩემი
ისევ წამომცდა მიყვარხარ მეთქი
ისევ შენს სურათს ვესაუბრები
ისევ აგორდა ფიქრის მორევი
ისევ ადიდდა მდინარე ცრემლის
ისევ ჩამესმის შენი ჩურჩული
ისევ ე მომდის შენი სურნელი
ისევ გამოჩნდა ცაზე ღუბელი
ისევ გადავშალე სევდის ფურცელი
მე უშენობას ვერ ვეგუები!!!!
გავბედე და გწერ, ისევ წვიმს. ფანჯარაში ვიხედები და შენ გხედავ, შენი ხატება არასდროს არ მცილდება წვიმის დროს , თავს მარტოსულად არ ვგრძნობ რადგან შენზე ფიქრი არ მანებებს თავს. სარკმელს ვაღებ და წვიმის წვეთებს ვეთამაშები, სახეს ვუშვერ და ისინიც თამამად მეფერებიან, ალბად სურთ შენზე მიამბონ რამე..... მეც თვალდახუჭული ვუყურადებ და ..... აი მომესმა შენზე ნათქვამიც, გულს ძგერა მემატება და მხოლოდ იმაზე ვოცნებობ არასდროს დამთავრდეს თხრობა, სუნთქვა მიხშირდება....... სახეზე ჩამოვარდნილ თმებს ვისწორებ, ვეღარ ვხვდები წვიმის წვეთებია თუ ცრემლებია, ფანჯარას ვხურავ და ოთახის გულში ვჯდები,გაიჩექა, შენზე ფიქრი ამერია. თავს მუხლებზე ვდებ და ვცდილობ შენი შეხება შევიგრძნო. გრძნობას აყოლილი მელანქოლიას ვნებდები და გარინდული გულის ძგერას ვუსმენ. სუნთქვის ხმაც განიბნევა ჰაერში და გარშემო მშფითვარე სიჩუმე ისადგურებს. ველი ....... არაფერი იცვლება. მხოლოდ წამებში წუთებად და წუთებში საათობად გადაქცეული დრო მიდის. მაგრამ მე მაინც მჯერა , რომ ზემოთ ავიხედავ და სასოებით აღვსილი თვალებით მას ვთხოვ, რომ კიდევ ერთხელ მომცეს შენთან შეხვერდის უფლება, რათა თვალებში შემოგხედო და გითხრა , რომ მე შენ ....... ***
მე ისეთ სიყვარულს გაჩუქებ ლამაზო,
რომელზეც შენ ალბათ ოცნებაც არ იცი.
წავალ შენს მოსვლამდე ვილოცებ ამაოდ,
და წვიმას მოვუყვები სევდიან მაისში!
სანთელს ავანთებ ჩემი ხელებით
პირჯვარს დავიწერ ღამით
შევევედრები ყველა სალოცავს
შენ დაგიფაროს *ამინ*.
როცა მოწმენდილ ცაზე იწვიმებს,
ბაგეს ეხება წვიმის წვეთები,
ხელი შეახე თორემ იტირებს
ეგ წვიმა მე ვარ და გეფერები!
True love is considered equal to God. Love is said to be blind, as it is selfless and unconditional. For some people love would be a God gift, whereas for others it would be a long-lasting experience. Love makes two strangers attracted towards each other. True love is beyond youth, beauty, and wealth. So, make your beloved feel special by applying interesting love ideas.
Love is a beautiful thought. Love is an undefined emotion that cannot be quantified. It is an instant feeling for someone, which has been named as love at first sight. The various forms of love that are known to human beings are between man and woman, mother-child, country, pets etc.